აფხაზი სეპარატისტები ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის საქართველოში ვიზიტს ეხმაურებიან. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის თბილისში ვიზიტს აპროტესტებს და გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მათი შეშფოთება საქართველოს საგარეო უწყების მინისტრის ვიზიტის ანონსმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც მინისტრის ვიზიტის მიზანი „ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებისა და სოხუმსა და ცხინვალში არსებული სიტუაციის განხილვაა".
„საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოლაპარაკებების შესახებ განცხადებები შეუძლებელია ჩვენს შეშფოთებას არ იწვევდეს, ვინაიდან ისინი აფხაზეთის ნაციონალურ ინტერესებს ეხება - პირველ რიგში კი უსაფრთხოების სფეროში.
გვაქვს ყველა საფუძველი იმისა, ვივარაუდოთ, რომ დასავლეთმა სერიოზულად გადაწყვიტა რუსეთსა და მის მოკავშირეებზე შურისძიება იმის გამო, რომ არავინ არ არის მზად უკრაინაში მათ დიქტატს შეეგუონ.
არ არის გამორიცხული, რომ სულ მალე აფხაზეთიც მოექცევა დასავლული ქვეყნების დიქტატის ქვეშ",_ ნათქვამია სეპარატისტების განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ სიტუაციის ასეთი განვითარება სავსებით აწყობს საქართველოს რევანშისტულ ძალებს, რომლებიც ვერა და ვერ ეგუებიან „დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკის არსებობას და კვლავინდებურად აქვთ იმედი „სოხუმის დაბრუნებისა"".
მასალის გამოყენების პირობები