გაგრაში სარდინიელ ბიზნესმენებსა და რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ოქმი გაფორმდა.
ოქმის გასაფორმებლად იტალიელი სტუმრები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ. აფხაზური მხარის ინფორმაციით, „გაგრის რაიონის ადმინისტრაციაში მეგობრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ოქმს ხელი სარდინიის წარმომადგენელმა, შპს „ფაროს"-ის გენერალურმა დირექტორმა როკკო მელონიმ (იტალია) და გაგრის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გრიგორი ენიკმა მოაწერეს",_ წერს აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ „ერთი წლის წინ გაგრასა და სარდინიის ქალაქ სოროკის ადმინისტრაციას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ამჟერად, იტალიერი ბიზნესმენები უკვე თავად ჩამოვიდნენ აფხაზეთში",_ წერს აფხაზური მედია და აღნიშნავს, რომ თანამშრომლობა ეხება სოფლის მეურნეობის, საკურორტო და სარესტორნო ბიზნესის სფეროებს, იტალიური პროდუქციის იმპორტს და აფხაზური პროდუქციის ექსპორტს.