თათია დუმბაძე 1998 წლის 21 აგვისტოს ამერიკაში დაიბადა. ის დოქტორ ქრისტოფერ და ქეთევან დუმბაძეს ქალიშვილია. თათია ფეხბურთს 5 წლის ასაკიდან თამაშობს. მან მონაწილეობა მიიღო ამერიკის რამდენიმე წამყვან საფეხბურთო კლუბში ყველზე პრესტიჟულ ტურნირებზე. თათია მოწინავე ბომბარდირი იყო ყველა კლუბში სადაც კი უთამაშია.
თათიას ბაბუა შოთა დუმბაძე დაიბადა საქართველოში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადასახლდა ამერიკაში. დედა ქეთევანი საქართველოში დაიბადა და იყო ანსამბლ „რუსთავი"-ს და „ერისიონი"-ს წამყვანი სოლისტი. მამა დოქტორი ქრისტოფერ დუმბაძე სპორტული მედიცინის მანუალური თერაპევტია და სპორტსმენების და მოცეკვავეების ტრავმებს მკურნალობს.
თათიას სთხოვეს შეუერთდეს საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთში. მაისში იგი დაეხმარება 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს მოლდოვაში, ხოლო სექტემბერში 19 წლამდე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე.
მასალის გამოყენების პირობები