ცხინვალს ვენესუელას ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხუან ვისენტე პარედესა ტორეალბა სტუმრობს. ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც სააგენტო „რესი" ავრცელებს.
დღეს ე.წ. ელჩი ცხინვალის დე ფაქტო ლიდერ ლეონიდ თიბილოვსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დავით სანაკოევს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რწმუნებათა სიგელების გადაცემა გახდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ვენესუელას შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცების საკითხში.
ტორეალბამ ამ თანამდებობაზე უგო ხოსე გარსია ერნანდესი შეცვალა.