სლავიანსკთან, ბოევიკების მიერ მი-24-ის ტიპის ვერტმფრენების დაცხრილვის შედეგად უკრაინის შეიარაღებილი ძალების ორი სამხედრო დაიღუპა. რამდენიმე დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესაბ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ვერტმფრენები პატრულებას ახორციელებდდნენ.
თავდაცვის სამინისტრი ასევე იუწყება, რომ ორივე საფრენი აპარატი ჩამოგდებული იყო უცნობი პირების მიერ გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების გამოყენებით.
ამას გარდა, ცეცხლი ბოევიკების მიმართულებიდან ასევე გაიხსნა ვერტფრენ მი-8-ს მიმართ. თუმცა ამ შემთხვევაში მსხვერპლი არ არის.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ვერტმფრენების წინააღმდეგ საზენიტო-გადასატანი კომპკექსების გამოყენება ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ არა „მშვიდობიანი მომიტინგეები" არამედ კარგად მომზადებული და უახლესი საბრძოლო ტექნიკით შეიარაღებული პირები მოქმედებენ.