რუსებმა ხარკოვში ფერმას დაარტყეს, დაიღუპა 6 ადამიანი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ სტარაია გნილიცაში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაარტყეს, რის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეგუბოვის ცნობით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ფერმის თანამშრომლები არიან. მისი თქმით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.