ჩვენ სომხეთს ევროკავშირთან ვაახლოებთ და ამავდროულად მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შექმნაზე ვმუშაობთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ძვირფასო ნიკოლ ფაშინიან,
როგორც ყოველთვის, სასიამოვნოა თქვენი ნახვა. ჩვენ სომხეთს ევროკავშირთან ვაახლოებთ და ამავდროულად მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შექმნაზე ვმუშაობთ.
ჩვენი 200 მილიონი ევროს ოდენობის დაკავშირებადობის პაკეტით გზებსა და ხიდებს ვაშენებთ. ასევე ვაშენებთ ხიდებს ადამიანებს შორის - მშვიდობის ხელშემწყობი ინვესტიციებით.
ჩვენი ავტონომიური სავაჭრო ზომები ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ამჟამად სომხეთის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის 80%-ს ტარიფი აღარ ეხება. ველოდებით, რომ ევროკავშირის კანონმდებლები ამ ზომებს ხვალ, რეკორდულად მოკლე ვადაში, საბოლოოდ დაამტკიცებენ!
და ბოლოს, ჩვენ ენერგეტიკულ უსაფრთხოებასაც ვაძლიერებთ.
ამრიგად, ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობა სწრაფად ვითარდება, წინ მიიწევს და უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.