აფხაზმა სეპარატისტებმა გერმანიაში პოსტდამის მრეწველთა კლუბის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და აფხაზეთის, როგორც რესპუბლიკის პრეზენტაცია გამართეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია, პალატის თავმჯდომარის გენადი გაგულიას ხელმძღვანელობით გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზური დელეგაცია გერმანიაში პოსტდამის მრეწველთა კლუბის თავმჯდომარის მიწვევით ჩავიდა.
„აფხაზური დელეგაციის მუშაობის გრაფიკი ნაყოფიერი და დატვირთული იყო. დელეგაციამ ჩაატარა შეხვედრები გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და გერმანელ მეწარმებთან.
შეხვედრის ფარგლებში განხილებოდა აფხაზეთის რესპუბლიკაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა, რესპუბლიკის ტერიტორიაზე მსხვილი და მხოფლიოშო ცნობილი კომპანიების წარმომადგენლობების გახსნის საკითხები",_ წერს აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, თავისი ვიზიტის პირველ დღეს აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა ანდრეი ზვერევმა მიიღო.
ზვერევმა მზადყოფნა გამოთქვა ყოველმხრივი დახმარების აფხაზური დელეგაციის მიმართ სხვა და სხვა საკითხების გადაწყვეტის საქმეში.
შეხვედრის შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება გერმანიაში აფხაზეთის შესახებ გამოფენის მოწყობის თაობაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება აფხაზეის რესპუბლიკის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი.
გამოფება-პრეზენტაციისათვის მზადება უკვე დაწყებულია. გამოფენა-პრეზენტაცია საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმუშავებს.
გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან გამართული შეხვედრების დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება თანამშრომლობის განვითარების შესახებ სხვა და სხვა მიმართულებებით.
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გენადი გაგულიამ მონაწილეობა მიიღო პოსტდამის მრეწველთა კლუბის კონფერენციის მუშაობაში. კონფერენციაში 80 -ზე მეტი მეწარმე მონაწილეობდა.
„მონაწილეთა შორის იყვნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები და წარმომადგნელები: „პორშე ცენტრი", კონცერნი „ლექსუსი", იტალიური კომპანია „ბულგარი", ფრანგული მოდის სახლი „ლუი ვიტონი", „ფენდი", „ჟივენში", კრისტიან დიორი და გერმანული ბიზნესის სხვა წარმომადგენლები.
კონფერენციაზე აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გენადი გაგულია ანგარიშით წარსდგა თემაზე: „არსებული საინვესტიციო სიტუაცია რუსულ-აფხაზურ შავიზღვისპირა რეგიონში სოჭის ოლიმპიადის შემდეგ". გენადი გაგულიას ანგარიშმა და დისკუსიამ რომელიც ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაიმართა დაახლოებით ორმოცი წუთი გასტანა.
ანგარიშის თემის განხილვა მიმდინარეობდა შინაარსობრივად და კომპეტენტურად, რაც კონფერენციის მონაწილეთა - გერმანიის ბიზნესის წარმომადგენელთა დაინტერესებაზე მეტყველებდა აფხაზეთს რესპუბლიკის მიმართ.
კონფერენცია აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზენტაციის დაიწყო. კონფერენციის მონაწილეებისათვსი ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლი აფხაზეთის შესახებ, მათ დაურიგდათ ბუკლეტები ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ინვესტიციების შესახებ. მთელი ეს მასალა გერმანულ ენაზე იქნა წარდგენილი. კონფერენციის მონაწილეებს აფხაზური კერძების დეგუსტაციაც შესთავაზეს.
კონფერენციის ყველა მონაწილის მაგიდაზე აფხაზური დროშა იდგა, რამაც კონფერენციის იმ მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია, რომლებსაც ადრე აფხაზეთზე არაფერი იცოდნენ",_ წერს აფხაზური მხარე.