დღეს, ცნობნილი გახდა, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ზონიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული ყოფილი სამხედრო პირია და ის კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.
პარალელურად, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ჯგუფი უკვე ერთი საათია, მსჯელობს. განხილვის მთავარი თემები ჟურნალისტების, ადგილობრივი მოსახლეობის დაკავება და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი პირების გათავისუფლებაა.
ქართულმა მხარემ დღეს დაადასტურა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან რამდენჯერმე იყო შეთავაზება ტყვეების გაცვლის შესახებ. საუბარია პატიმრებზე, რომლებიც უვადო სასჯელს გორის ტერაქტის საქმის გამო იხდიან, მაგრამ ოფიციალურმა თბილისმა გარიგებაზე უარი თქვა.