საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია. გუნდურ ასპარეზობაში ჩვენმა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა და კონტინენტის საუკეთესო გუნდის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალურ ორთაბრძოლაში რუსეთთან 4:1 გაიმარჯვეს.
გადამწყვეტი შეხვედრები მოიგეს ნუგზარ ტატალაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ვალერი ლიპარტელიანმა და ადამ ოქრუაშვილმა. ფინალში მხოლოდ შალვა ქარდავა დამარცხდა.
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გამართული ევროპირველობა ქართველთა სრული ტრიუმფით დასრულდა. გუნდური პირველი ადგილის გარდა, საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურად ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფოტო:gjf.ge