ხვალ, 28 აპრილს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხევდრა გაიმართება.
შეხვედრაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს, მავთულხლართების გავლების შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილ პრობლემებს, გადაადგილების თავისუფლების, მოქალაქეთა დაკავების, წყალმომარაგებისა და სხვა ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრაში ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.
ერგნეთში შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები