სტამბოლის აეროპორტში თურქმა სამართალდამცველებმა ქართველი ფეხბურთელი დააკავეს
მიზეზი 16 წლის სპორტსმენის ხუმრობა გახდა, რომელმაც ბორტამცილებელს უთხრა, რომ მას ე.წ." საათი ბომბი" ეკეთა.
პილოტი აეროპორტის პოლიციას დაუკავშირდა, რის შემდეგ, მგზავრებს თვითმფრინავი დაატოვებინეს, სპორტსმენი კი სამართალდამცველებმა ადგილზე აიყვანეს.
რეისი სტამბოლი-თბილისი სამსაათიანი დაგვიანების შემდეგ შესრულდა. 16 წლის ფეხბურთელი კი თურქეთის პოლიციამ ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.
არასრულწლოვანი სპორტსმენი, თბილისში დღეს დაბრუნდება.
ინციდენტის გარკვევაში, თურქეთში საქართველოს საელჩო და ფეხბურთის ფედერაცია მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრები თბილისში მაკედონიიდან ბრუნდებოდა.