28 აპრილს, 11:00 საათზე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხევდრა გაიმართება.
შეხვედრაზე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტებს, მავთულხლართების გავლების შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილ პრობლემებს, გადაადგილების თავისუფლების, მოქალაქეთა დაკავების, წყალმომარაგებისა და სხვა ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრაში ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები