დონეცკელი სეპარატისტები, რომლებსაც ქალაქის ადმინისტრაციის შენობა აქვთ დაკავებული და რომლებმაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა" გამოაცხადეს, შენობის დატოვებას არ აპირებენ. მათი თქმით, უკრაინის ახალი ხელისუფლება არალეგიტიმურია, ამიტომაც ისინი ადმინისტრაციულ შენობებს მხოლოდ მაშინ დატოვებენ, როდესაც კიევში მყოფი ხელისუფლება პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებს დატოვებენ.
ამ დილით, სლავინსკის ცენტრში ქალაქის მცხოვრებთა ჯგუფი შიკრიბა, რომლებმაც სეპარატისტებისაგან დაკავებული შენობის გათავისუფლება მოითხოვეს.
„რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, მთლიანობაში ქალაქში მდგომარეობა მშვიდია, თუმცა კვლავინდებურად არ მუშაობს მრავალი მაღაზია. ქუჩებში ბევრია შეიარაღებული ხალხი.
სერგეევკას დასახლებაში კრამატორსკთან ახლოს, უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტების საგუშაგო დაცხრილეს. ინფომრაციას ამის შესახებ „ნოვოსტი კრამატორსკა" ავრცელებს.ერთ ერთი ვერსიით, საგუშაგოს დაცხრილვა იმიტომ მოხდა, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეებს სამხედრო ტექნიკისათვის ქალაქ სლავიანსკისკენ გზა გაეთავისუფლებინათ, რომელიც სეპარატისტების მთავარ ცენტრად რჩება.