გორის რაიონის სოფელ აძვში ქართველ მრევლს სამლოცელოების მონახულების საშუალება ექნება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ, პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ჟურნალისტების საკითხის გარდა სხვა ჰუმანიტარულ თემებზეც იყო საუბარი.
"კერძოდ, მხედველობაში მაქვს ის, რაც სოფელ აძვში ხდება. ჩვენს მრევლს ექნება შესაძლებლობა, რომ იქ მოინახულოს სამლოცველოები. საუბარია წმინდა გიორგის ეკლესიაზე", -განაცხადა აბაშიძემ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდება.
გორის რაიონის სოფელ ზედა აძვში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.