ოსმა სეპარატისტებმა TV 3-ის გადამღები ჯგუფი გაათავისუფლეს. საოკუპაციო ხაზთან შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ოსურ მხარესთან მოლაპარკებები გამართეს.
გათავისუფლებულ ჟურნალისტებს თავდაპირველად გადაიყვანენ ადგილობრივი სამხარეო სამმართველოს პოლიციაში, სადაც მათ სამართალდამცველები გაესაუბრებიან. ამის შემდეგ კი ისინი ოჯახებში დაბრუნდებიან. ჟურნალისტები თავს კარგად გრძნობენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათზე რაიმე სახის ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.