კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ეხმაურება ა.წ. 15 აპრილს სოფელ აძვში რუსი ოკუპანტების მიერ ჟურნალისტების დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის ფაქტს. კონფლიქტოლოგიის ცენტრი მომხდარს აფასებს, როგორც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, გმობს მომხდარს და მოითხოვს ყველა ფაქტის გამოძიებას. ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა ღონეს მიმართონ ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჟურნალისტები რუსმა სამხედროებმა გუშინ დააკავეს. ისინი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყვნენ ჩასული და რუსმა ოკუპანტებმა სწორედ ამ დროს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ.