აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს უფროს კობა ნაკაიძესთან ერთად პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა აჭარაში შრომის ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის შეიქმნის საკითხი განიხილეს. ინიციატივის ავტორთა განმარტებით პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში.
მოგვიანებით პოლონეთის დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებთან. მოეწყო პროგრამის პრეზენტაცია.