აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ირაკლი ხინთბა PACE-ს ფაქტების ანალიზის გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ხითინბამ საკუთარი დამოკიდებულება სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
"როგორც მთელ რეზოლუციაში, არაციონალურობის მწვავე უკმარისობა იგრძნობა. 1992-1993 წლების ომის შემდეგ აფხაზური მხარისთვის ცდილობდნენ ეთნიკური წმენდის ორგანიზატორის იარლიყი მოეკერებინათ, თუმცა გაეროს არცერთ დოკუმენტში ეს დახასიათება გამყარებული არ ყოფილა. ჩვენთვის ეთნიკური წმენდის განხორციელების დაბრალებით, საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია დააიგნორს აფხაზური მხარის გაბედული ერთმხრივი გადაწყვეტილება, - პოლიტიკურ დარეგულირებამდე, აფხაზეთში ათასობით ქართველი დევნილის დაბრუნების შესახებ - რაც ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების პრაქტიკაში უპრეცედენტოა. აფხაზურმა მხარემ ყველა აღებული ვალდებულება შეასრულა ომის ჰუმანიტარურლი შედეგების აღმოსაფხვრელად, - იმის მიუხედავად რომ ჩავარდა ოთხმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული მექანიზმები, 1994 წლის 4 აპრილის შემდეგ დევნილებისა და გადაადგილებული პირების დაბრუნების საკითხში,"-წერს დე ფაქტო მინისტრის მოადგილე.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ერთ დიდ გაუგებრობას გავს, რომელსაც დაემგვანა PACE, მათ შორის, ქართველი დელეგატების პროვოკაციების გავლენით. თუ PACE-ში და სხვა გადაწყვეტილებებიც ასე, ფაქტების ანალიზის გარეშე, ემოციების გავლენითა და გეოპოლიტიკური კომპლექსებით მიიღება. "იქნებ, საერთოდ დავიწყოთ ამ უცნაური დაწესებულების შესახებ?"- წერს აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ირაკლი ხინთბა.
10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლემენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის წინააღმდეგ მიღებული იყო რეზოლუცია, რომლის ერთერთ პუნქტში წერია, რომ "PACE შეშფოთებულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ჯარების მიერ ოკუპაციის, რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის მონიტორების არ დაშვებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების არ აღმოფხვრის გამო."