სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ჭიდაობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მიენიჭებას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა სპორტის სხვა სახეობებისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება არ იგეგმება.
,, ეს არის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად შეთანხმებით. მოგეხსენებათ, რა მნიშვნელობა აქვს ქართველისთვის ქართულ ჭიდაობას, ამიტომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის აღიარებისკენ", _განაცხადა ყიფიანმა.
შეგახსენებთ, რომ ქართულ ჭიდაობას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.