თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და თუ ეს ხელშეკრულება გაფორმდება ჩვენ გვქენება ეკონომიკის სფეროში ყველა იურიდიული დოკუმენტი ევროკავშირთან, რომელიც კი შეიძლება მასთან ორგანიზაციის არაწევრ ქვეყანას ჰქონდეს" - განაცხადა გილაურმა.
მისივე განმარტებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების პროცესი ხანგრძლივი იქნება და მას წელიწად ნახევარი მაინც დაჭირდება.