საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელის განცხადებით, რუსეთში ქართულ პროდუქციაზე დღესაც დიდი მოთხოვნაა.
"ბარიერი არ მოქმედებს მაშინ, როცა პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა - ქართულ პროდუქციაზე რუსეთში დღემდე დიდი მოთხოვნაა და ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ღვინო თუ მინერალური წყალი იქ მაინც შეაღწევს", - განუცხადა კვეზერელმა ჟურნალისტებს ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შესაძლო დაბრუნების საკითხზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც რუსეთი ბელორუსთან და ყაზახეთთან საბაჟო კავშირს აამოქმედებს, როგორც ერთიან ეკონომიკურ სივრცეში, ამ ორი ქვეყნიდან ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება გახდება შესაძლებელი.