სამეგრელოში, მდინარე ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადს თურქული კომპანია "კოლინი"ააშენებს. შესაბამის ტენდერში მონაწილე კომპანიების სატენდერო წინადადებები მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა და გამარჯვებული გამოაცხადა.
როგორც ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განუცხადა, თურქულმა კომპანიამ აღნიშნული კასკადის მშენებლობა, რომელიც 4 ჰიდროელექტროსადგურს გააერთიანებს, სამ წელიწადსა და 9 თვეში უნდა დაასრულოს.
"აღნიშნულმა კომპანიამ წარმოგვიდგინა საბანკო გარანტიები, როგორც წინა სამშენებლო ისე მშენებლობის პერიოიდში. წინასამშენებლო პერიოდში ის 2 მილიონ დოლარს, მშენებლობის პეროდში კი 10 მილიონ დოლარს შეადგენს" - განაცხადა ხეთაგურმა, რომლის განმარტებითაც "კოლინმა" მშენებლობის ნებართვის მიღება მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ 9 თვის ვადაში უნდა მახერხოს. ამასთან მინისტრის თქმით, საუბარია სულ 150 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე. საქართველოსა და თურქულ კომპანიას შორის არნიშნული კასკადის მშენებლობის შესახებ მემორანდუმი 10 დღის ვადაში გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში სულ 4 კომპანია მონაწილეობდა. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, მდინარე ტეხურაზე დაგეგმილი ახალი კასკადის შემადგენლობაში შემავალი ოთხივე ჰიდროელეტქროსადგურის საერთო სიმძლავრე 104 მეგავატი იქნება.