დღეიდან წყლის კაშხლების დაცლა იწყება. "ენერგო პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს, რომ წყალსაცავების ტერიტორიებთან ახლოს თევზაობას მოერიდონ. ჰესებიდან ჭარბი წყლის გამოშვება ყოველ გაზაფხულზე ხდება.
"ენერგო პრო ჯორჯია"-ს წარმომადგენლები მოსახლეობას იმისათვის აფრთხილებენ, რომ თავიდან იქნეს აცილებული ის საფრთხე, რომელიც ჭარბი წყლის კაშხლებიდან გამოშვებას შეიძლება მოჰყვეს. კომპანიის წარმომადგენლები მოიწოდებენ ჰესებთან მცხოვრებ ადამიანებს, რომ უსაფრთხოების წესები დაიცვან და ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებას. გაფრთხილება კი ძირითადად ხმოვანი სიგნალით ხდება.