სიღნაღში ტურიზმის განვითარების მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება.
ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი თანხის ზუსტ ოდენობას არ ასახელებს თუმცა, ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, რომ შესაბამისი პროექტი "დიდ ბიუჯეტიანი არ იქნება".
"სიღნაღში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ბევრი ინვეტსიცია განხორციელდა, თუმცა ტურისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით დამატებითი ღონისძიებების გატარება იგეგმება. კერძოს შემუშავებული გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რომლის განხორციელებაც აპრილში დაიწყება" - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ყოველი კვირის ბოლოს სიღნაღში ფესტივალები, გამოფენები და სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.