პარასკევს 11:00 საათზე ე.წ. აფხაზურ პარლამენტში ე.წ. პასპორტიზაციის შესახებ კანონის ბოლო მოსმენა ამ ე.წ. კანონის წინააღმდეგ რადიკალურად განწყობილი ადამიანების შეკრების ფონზე გაიმართება. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი სახალხო შეკრებას გამართავს. ისინი გალის რაიონის ქართული ეროვნების მოსახლეობისათვის ე.წ. აფხაზური პასპორტების დარიგებას ეწინააღმდეგებიან.
„პარასკევს 11:00 საათზე პარლამენტში პასპორტიზაციის შესახებ კანონის ბოლო მოსმენა გაიმართება. ჩვენ შეგვიძლია სხვა და სხვა საკითხებზე გვქონდეს უთანხმოება მაგრამ ამ საკითხში ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ.
საუბარი არ მიდის ეროვნებებზე, საუბარი მიდის სწორედ უკანონო პასპორტიზაციაზე, იმიტომ, რომ ვიღაც ხელისუფლებაში ფიქრობს მომავალ არჩევნებზე და ეს უბრალოდ განუკითხაობაა და ამ განუკითხაობის გამო სხვა და სხვა ჩინოვნიკების გათავისუფლება დაიწყო, მაგალითაც ისეთების, როგორიც არის სტანისლავ ლაკობა, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ალექსანდრე ანქვაბი ამჟამად პრეზიდენტი ყოფილიყო",_ ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.