„ყირმის ანექსია ნიშნავს, რომ ნატოს რუსეთთან ამიერიდან ისეთი ურთიერთობები ვერ ექნება როგორიც ადრე ჰქონდა",_ განცხადება ამის შესახებ ნატოს გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
რასმუსენი აცხადებს, რომ თავისი მოქმედებებით რუსეთი ნატო-რუსეთის თანამშრომლობის პრინციპებს ზიანს აყენებს.
რასმუსენი ასევე აცხადებს, რომ ის ვერ ხედავს რუსული ჯარის ნაწილის გაყვანას უკრაინის საზღვრებიდან.