ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება რა საქართველოსა და ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაფორმებულ ხელძშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ტუვალუმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით აღიარა აცხადებენ, რომ მათ ოფიციალური შეტყობინება ტუვალუს მხრიდან აღნიშნულ საკითხზე ჯერ არ მიუღიათ.
„ჩვენ არ ვიცნობთ დოკუმენტის ტექსტის ორიგინალს, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა და ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი. ამიტომაც ამ სიტუაციის კომენტირება, მათ შორის მის სამართლებრივი მხარის, არსებითად ჯერ შეუძლებელია",_ აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა.
მისივე თქმით, ტუვალუს ჯერ ჯერობით, აფხაზეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
„გამოვმდინარეობთ იქიდან, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების თვალსაზრისითა და საერთაშორისო ურთიერთობის პრაქტიკით, დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწვეტილება ოფიციალური ნორმატიული აქტით ფორმდება, რომელსაც ხელისუფლების უმაღლესი ორგანო გამოსცემს.
ტუვალუს მხრიდან ამგვარი აქტის გაფორმების შესახებ შეტყობინება ჩვენ არ მიგვიღია. შესაბამისად მტკიცემა იმის შესახებ, რომ აფხაზეთსა და ტუვალუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა ამ დროისათვის არამართლზომიერია",_ აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს: „ვაგრძელებთ ურთიერთობას კოლეგებთან ტუვალუდან და სხვა ქვეყნებიდან. იმეიდ გვაქვს უფრო დაწვრილებით კომენტარს ყოველივე ამასთან დაკავშირებით მდგომარეობაში გარკვევის შემდეგ შევძლებთ".