თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ვანო მერაბიშვილის პროცესი განახლდება. წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებების გაცვლა მოხდება.
სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელებს.
დაიკითხებიან ასევე დაცვის მხარის მოწმეები.
სხდომა საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში პროკურატურა, შსს-ს ყოფილ მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.