ოკუპირევული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა იტალიიდან დანრუნდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ჩირიკბას ვიზითი იტალიაში სამუსაო ხასიათის იყო. მათივე ინფორმაციით, აფხაზურმა დელეგაციამ იტალიის რამდენიმე ქალაქი მათ შორის ასსიზი, ბელლუნო და ვენეცია მოინახულა.
„ქალაქ ასსიზიში გაიმართა შეხვედრა ქალაქის მერის პირველ მრჩეველთან ფრანჩესოკ მინიანისთან. განიხილებოდა ასსიზსა და აფხაზეთის ერთ-ერთ ქალაქს შორის მეგობრული კავშირების დამყარების საკითხი.
ბელლუნოში მინისტრი ქალაქის მერს ჯაკოპო მასსაროს შეხვდა. შეხვედრაზე მეგობრიბისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება იქნა განხილული, რომელიც მალე უნდა გაფორმდეს",_ იუწყება აფხაზური მხარე.
მათივე ინფომაციით, ვიზიტის ბოლოს ქალაქ ვენეციაში პროვინცია ვენეტოს რეგიონალური მუნიციპალიტეტის მრჩევლებთან გაიმართა შეხვედრა. „მხარეები თანამშრომლობის გაგრზელებაზე შეთანხმდბებ",_ წერენ სეპარატისტები.
მასალის გამოყენების პირობები