აფხაზი სეპარატისტები კარეგორიულად აცხადებენ, რომ აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხი არც აფხაზურ ხელისუფლებაში და არც აფხაზურ საზოგადოებაში არ განიხილება.
„შესაბამისად შეუძლებელია ისაუბრო მოცემულ თემატიკაზე რეფერენდუმის ჩატარება-არჩატარების შესახებაც. ამგვარი რეფერენდუმის ჩატარება არც კი განიხილება",_ წერს აფხაზური მხარე.
უკრაინაში, ჯერძოდ, ყირიმში განვითარებული მოვლენების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციას ყირიმის შემდეგ დნესტრისპირეთი ხოლო შემდეგ აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც შეუერთდებიან.
სეპარატისტებმა ამ საკითხთან დაკავშირებით საგანებო განცხადება გააკეთეს.
„აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა-არშესვლის საკითხი წინ წამოიწია არა აფხაზური საზოგადოების მიერ არამედ რუსული მედიის მიერ.
განსხვავება ყირიმის ისტორიასა და აფხაზეთს შორის ცხადია: ისტორიულად რუსეთის გენუყოფელი ნაწილი საბჭოეთის დროს ადმინისტრაციულად გადაუქვემდებარეს უკრაინას. დღეს ეს შეცდომა გამოსწორებულია. აფხაზეთი ულაპარაკოდ მხარს უჭერს შემდგარ გადაწყვეტილებას ნებისმნიერი თვალსაზრისით და მას სამართლიანს უწოდებს",_ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის პრესამსახურის უფროსი კრიტიან ბჟანია და ხაზგასმით აღნიშმნავს, რომ აფხაზეთში „არც საზოგადოებაში და არც ხელისუფლების მიერ არსად, არც კი განიხილება საკითხინ რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ. შესაბამისად ვერ ჩატარდება რეფერენდუმი აღნიშნულ თემატიკაზე",_ აცხადებს ბჟანია და განმარტავს, რომ „რეფერენდუმი რუსეთთან მიერთებაზე იმიტომ კი ვერ ჩატარდება, რომ ვინმეს აფხაზეთში მიდი შედეგების ეშინია, არამედ იმიტომ, რომ რეფერენდუმის ჩატარების არავითარი საფუძველი არ არსებობს".