„ევრობასკეტი 2015"-ი უკრაინაში მაინც გაიმართება. აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვოლკოვმა, მიუნხენში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც „ევრობასკეტი 2015" ჩატარების ადგილი განიხილებოდა. როგორც ცნობილია, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, უკრაინელებს სურდათ, რომ ფიბა-ევროპამ უკრაინას 2017 წლის ევრობასკეტის გამართვის უფლება მისცეს, ხოლო 2015-ში კონტინენტის პირველობას სხვა ევროპულმა ქვეყანამ უმასპინძლოს. თუმც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზეც კი ფიბამ გადაწყვეტილება არ შეცვალა.
„ევრობასკეტი უკრაინაში რჩება. ჩვენ დიდხანს ვიმსჯელეთ. მე ავხსენი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა და ასევე უ რა ვითარებაა ზოგადად ქვეყანაში. ფიბა-ევროპას წევრებმა კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ევრობასკეტი 2015" უკრაინაში დარჩეს. ერთადერთი რაც დაგვევალა არის ის, რომ ჩვენ ისინი მიმდინარე ახალი პოლიტიკური მოვლენებისა და ახალი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების კურსში უნდა ჩავაყენოთ"- განაცხადა ვოლკოვმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში 2015 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკიან ლუბკივსკიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ კონტინენტის პირველობას უკრაინა ვერ უმასპინძლებს.
"დღეს არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებისფონზე, წარმოუდგენელია ევრობასკეტი 2015-ისთვის მომზადება.
ასეთი მასშტაბური პროექტის სამზადისი რთული და ხანგრძლივი პროცესია, რაცუპირველესად, სისტემურ დაგეგმარებასა და კომპლექსურ საორგანიზაციო ღონისძიებებსმოიცავს.