ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსი" დღს, გამთენიისას, კალიფორნიაში "საკრამენტოსთან" დამარცხდა. მილუოკელებმა "მეფეებთან" ვერაფერი გააწყვეს და საბოლოოდ 107:124 წააგეს.
სასტარტო ხუთეულშიმყოფმა ფაჩულიამ მოედანზე 19:51 წუთი გაატარა და 8 ქულასთან ერთად 3 მოხსნა მიითვალა. ზაზამ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმოკი ააცილა. მოწოდების სიმაღლეზე იყო მისი ოპონენტი, "საკრამენტოს" თავქარიანი ცენტრი დემარკუს კაზენსი, რომელმაც შეხვედრა 32 ქულით და 1 2მოხსნით დაასრულა.
მილუოკელები დასავლეთის 4-მატჩიანი ტურნის ბოლო შეხვედრას ხვალ, ლოს ანჯელესში, "კლიპერსთან" გამართავს.