ესპანურ პრიმერადივიზიონში მორიგი გამარჯვება იზეიმა ვიქტორ სანიკიძის "სარაგოსამ", რომელმაც სტუმრად, დაძაბულ მატჩში "ბრუიხა" 74:71 დაამარცხა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და არაგონულმა გუნდმა მიმდინარე სეზონში მე-15 გამარჯვება მოიპოვა.
სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე 16:12 წუთი გაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა 2-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ სანიკიძის ანგარიშზე 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა, პასივში კი 2 დაკარგვა ჩაეწერა.
15 მოებითა და 6 მარცხით "სარაგოსა" ცხრილში V-VI ადგილებს "უნიკახასთან" იყოფს. 12 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს ბექა ბურჯანაძის "კახასოლს", რომელიც გასულ ტურში "კუტხა ლაბორალთან" 65:101 განადგურდა. ქართველმა ფორვარდმა 7 წუთში 2 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა.
მორიგ ტურში "კახასოლი" და "სარაგოსა" ერთმანეთს შეხვდებიან. "ქართული დერბი" 29 მარტს, სევილიაში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები