იაპონიის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას არასაპროექტო გრანტის ფარგლებში მილიარდ ორასი ათასი იენი (13 მლნ აშშ. დოლარი) გამოუყო.
აღნიშნული თანხით 465 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა მოხდა.
"ამით გლეხს საშუალება მიეცემა ყველა ტიპის სამუშაო განახორციელოს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ცინცაძემ დღეს აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებისთვის "სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების შესახებ" ინფორმაციის წარდგენისას.
მისივე განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა შპს "მექანიზატორი" სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, რომელიც ფილიალების საშუალებით ადგილზე გააკონტროლებს აღნიშნული ტექნიკის გამოყენების მიზნობრიობას.