აფხაზეთს, ოსეთსა და დნესტრისპირეთს, ყირიმს მსგავსად რუსეთის ფედერაციის საბჭოსთვის არ მოუმართავთ. აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო კითხვაზე პასუხის გაცემისას აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და დნესტრისპირეთში რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ.
„აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის ხელისუფლებებს, ყირიმის მსგავსად რუსეთის ფედერაციის საბჭოსთვის არ მოუმართავთ და ეს საკითხები დღის წესრიგში არ დგას",_ აცხადებს მატვიენკო.
მისივე თქმით, ახლა ამაზე ლაპარაკი მიზანშეწონილიც არ არის და არც არის საჭირო.
„არ მოუმართავთ და ახლა ამაზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის და არ არის საჭირო ახლა რუსეთის ისეთ ქვეყნად გამოყვანა, რომელოიც მზადაა იქ რაღაც მიიტაცოს. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ყირიმის ირგვლივ არსებული სიტუაცია მართლაც განსაკუთრებულია, ცალკეულია და სპეციალურია და დღეს იქ უბრალოდ აღდგენილია ისტორიული სამართლიანობა",_ განაცხადა მატვიენკომ.