„სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთება მხოლოდ დროის საკითხია", - აცხადებს ცხინვალში მყოფი რუსი ჟურნალისტი, მწერალი, ჟურნალ „იტოგის" მიმომხილველი კირილ პრივალოვი.
მისივე თქმით, ყირიმმა სრულად ახალი ფორმულები გახსნა.
„მიმაჩნია, რომ ეს დროის საკითხია. ყირიმმა სრულიად ახალი ფორმულები გახსნა, რომლებმაც შესაძლოა ერთ სახელმწიფოში ჩვენი საერთო ცხოვრების ნორმები გვიკარნახონ. რუსეთის ფედერაციის სუბიექტს სახელწოდებით რუსეთის ფედერაცია შესაძლოა განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდეს, როგორც სევასტოპოლს",_ აცხადებს პრივალოვი და აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ეს არ თუ ისე შორეული მომავლის ამბავია და ამ პროცესის დაჩქარება ერთ ადამიანზეა დამოკიდებული.
„პოლიტიკა რუსეთის სივრცეში ერთ ადამიანზეა დამოკიდებული, რომელიც კრემლში ზის, მაგრამ მას ჰყავს ასევე გარემოცვა, მაგრამ ამ ადამიანებს ჩვენ არ ვიცნობთ",_ აცხადებს პროვალოვი.
მასალის გამოყენების პირობები