მდინარე ფსოუზე მდებარე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებაზე ყველა შეზღუდვა მოიხსნა. განცხადება ამის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის პრემდივანმა კრიტიან ბჟანიამ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან და პარაოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით დაწესებული ყველა შეზღუდვა ამჟამად მოხსნილია და გადაადგილება შეუფერხებლად შეიძლება.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული რეჟიმი 7 იანვრიდან იყო შემოღებული.