ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი" საქართველოში პირველ მასშტაბურ გათამაშებას იწყებს. უპრეცედენტო, გრანდიოზული გათამაშება 20 მარტიდან დაიწყება და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. „ტექნო ბუმი" ყველა მყიდველს აძლევს შანსს, მომენტალურად მოიგოს 1000 სმარტფონი, 1000 პლანშეტური კომპიუტერი, 100 მაცივარი, 100 სარეცხი მანქანა, 100 გაზქურა, 100 LED ტელევიზორი ან ყოველთვიურად პირდაპირ ეთერში გახდეს თბილისში ოროთახიანი ბინის, ავტომობილის- Mercedes Benz- ისა და ნახევარი მილიონი ლარის მფლობელი ფინალურ გათამაშებაში.
20 მარტიდან „ტექნო ბუმის" ქსელში ვინც 50 ლარის ან მეტი ღირებულების ტექნიკას შეიძენს, ერთ ნივთზე ერთ ბილეთს მიიღებს, გადასაშლელი საფარის ქვეშ თუ მომენტალურად აღმოაჩენს მოგებას, აბარებს მოგებულ ბილეთს და მას გადაეცემა მოგებული საჩუქარი. თუ აღმოაჩენს „მოიგე შანსს", ბილეთის მოსახევ ნაწილზე ავსებს სახელს, გვარს, მობილური ტელეფონის ნომერს და პირად ნომერს, ათავსებს დოლურაში. აღნიშნული ბილეთი მონაწილეობას მიიღებს როგორც ყოველთვიურ, ასევე ფინალურ გათამაშებაში ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.
ყოველთვიურად თამაშდება: 10 ბინა თბილისში, 10 ავტომობილი Mercedes Benz, ასევე პლანშეტური კომპიუტერები და LED ტელევიზორები, ხოლო ფინალურ გათამაშებაში ბინასთან და ავტომობილთან ერთად გათამაშდება სუპერ პრიზი - ნახევარი მილიონი ლარი.
ტექნო ბუმის გათამაშება უპრეცედენტოა გათამაშების შანსის მიხედვით. ყველა ბილეთი როგორც ყოველთვიურად, ასევე ფინალურ გათამაშებაში განმეორებით მონაწილეობს. პირველივე თვიდან თუ შეიძენთ, 10 შანსი გაქვთ, შემდეგ 9 და ასე შემდეგ. რაც უფრო ადრე შეიძენთ ტექნიკას, მით უფრო მეტჯერ მოგეცემათ გათამაშებაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
გარდა ამისა, 20 მარტს, კომპანია „ტექნო ბუმის" ახალი ცენტრი ფოთში გაიხსნება. რუსთავის შემდეგ ახლა უკვე ფოთის მოსახლეობასაც შეეძლება ისრგებლოს ტექნო ბუმის ყველაზე დაბალი ფასებით, ყველაზე დიდი არჩევანით, ჩაერთოს საყოველთაო სოციალურ პროექტში, ისარგებლოს 24 თვიანი 0%-იანი განვადებით წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე ტელევიზორებზე, სმარტფონებზე, პლანშეტურ კომპიუტერებზე, მაცივრებზე , სარეცხი მანქანებზე, გაზქურებსა და სხვა ტექნიკაზე, ასევე პარალელურად ჩაერთოს გრანდიოზულ უპრეცედენტო გათამაშებაში და გახდეს Mercedes Benz-ის, თბილისში ოროთახიანი ბინის ან სუპერ პრიზის - ნახევარი მილიონი ლარის მფლობელი.
კომპანია „ტექნო ბუმის" გრანდიოზულ გათამაშებაში ჩართვა თბილისის გარდა, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, მარნეულში, ბოლნისში, ახლა კი უკვე რუსთავსა და ფოთშიცაა შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები