დღეს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N11, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 2.90%-ით, მაქსიმალური 3.04%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 3.02%-ით განისაზღვრა.