ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქმედი „სახალხო" პარტია მიესალმება, რა ასევე ოკუპირებულ ყირიმში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს აცხადებს, რომ ოსი ხალხი ისევე როგორც ყირიმელები საერთო სამშობლოში დაბრუნებას ელის. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში 1783 წლის 8 აპრილს შევიდა ხოლო „როგორც სამხრეთი ასევე ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში 1774 წლიდან იმყოფებოდა".
"თითოეული ოსის გულში ცოცხლობს ოცნება სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები ისევე როგორც ყირიმელები საერთო სამშობლოში დაბრუნებას ელიან",_ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები