კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ინიციატივით (ICCNN) გორის, ზუგდიდის, ახალციხის ICCN-N-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის გუდაურში სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, ახალი პროექტები დაიგეგმა.
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებისაგან ICCNN-ის პროგრამის ფარგლებში, მიღებული გამოცდილება, განხორციელებული აქტივობები და სამომავლო პერსპექტივები მოისმინეს.
მონაწილეებმა შეხვედრაზე გაწეული სამუშაოს შესახებ ერთმანეთს გამოცდილებები გაუზიარეს და ICCN-N -თან მუშაობის შედეგები განიხილეს. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მაია კაციტაძის განცხადებით, რეგიონის ახალგაზრდებთან მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და გუდაურში მიმდინარე შეხვედრა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაწეული მუშაობის შეჯამებაა და მიზნად ისახავს სამომავლო პროექტების დაგეგმავს.
შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ერთ-ერთი პროექტი, რომელიც შეეხება საზაფხულო სკოლის გახსნას, რომელიც გათვლილი იქნება მეცხრე და მეათე კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტში სამივე რეგიონი ჩაერთვება.
სამომავლოდ, ახალგაზრდული ორგანიზაციები აპირებენ მემორანდუმის გაფორმებას და შესაძლებელია ICCN-N-ის დამოუკიდებლად თავად განახორციელონ რეგიონებში პროექტები.
გუდაურში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ICCN--მა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს დახმარება შესთავაზა პროექტების განხორციელებაში.
დაიწერა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩაერთვებიან კონფლიქტური რეგიონის საზღვრისპირა სოფლების ახალგაზრდები. Pპროექტს ICCN თან ერთად განახორციელებს ტელეკომპანია ,,დეა" და გორის მუნიციპალიტეტის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი.
გუდაურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის თანამშრომლები, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და რეგიონის ჟურნალისტები.