აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ყირიმში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს მიესალმება. ანქვაბი აცხადებს, რომ ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმი დასტურია იმისა, რომ ხალხის ნება ყველაზე მაღლა დგას.
„ეს საერთო -სახალხო გადაწყვეტილება არა მხოლოდ ისტორიულ წარსულზე არამედ თანამედროვე რეალობებზეა დაფუძნებული.
და ეს კლასიკური მაგალითია იმისა, რომ ხალხის ნება - ყველაზე მაღლა დგას. აფხაზეთი პატივს სცემს ყირიმელების ნებას და მხარს უჭერს მათ არჩევანს",- განაცხადა ანქვაბმა.
მასალის გამოყენების პირობები