საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების კუთხით ევროკავშირისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.
ამის შესახებ გილაურმა ევროკომისიის ხელმღვანელთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში კიდევ უფრო გაღრმავდა.
ამასთან, გილაურმა იმედი გამოთქვა, რომ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კვლავ გაუგრძელდება, რაც თავის მხრივ ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას შეუწობს ხელს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას გაზრდის.