საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებმა რუმინეთს ნაკრები ანგარიშით 22:9 დაამარცხა.
პირველი ტაიმის შემდეგ ქართველი ბორჯღალოსნები ლიდერობდნენ -16:9.
ამ გამარჯვებით ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ერთა თასის სეზონის ჩემპიონი გახდა.
რუმინელებთან გამარჯვების შემდეგ ნაკრებს დარჩა ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი, რომელიც საქართველო-რუმინეთს შორის გამარჯვებულს გადაეცემა.
მატჩს საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ მინისტრები ესწრებოდნენ.