გაეროს განვითარების პროგრამების კოორიდინატორი ნილს სკოტი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვებს შეხვდა და განაცხადა, რომ გაერო აფხაზეთში პროგრამების განხორციელებისათვის 15 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ანქვაბთან შეხვედრისას სკოტმა აღნიშნა, რომ პროგრამების დაფინანსების თანხა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთის ხელისუფლება პირადად მიმართავს გაეროს დონორ-ქვეყნებს და მათ აფხაზეთში თანხის ჩადების აუცილებლობაში დაარწმუნებს.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა გაეროს პროგრამის კოორდინატორს შეხვედრაზე რუსეთის თანხებით აღგენილი ობიქეტების გახვა ურჩია და განაცხადა, რომ მოხარული იქნება თუ გაერო ასევე რეალურ კვალს დატოვებს აფაზეთში.
მასალის გამოყენების პირობები