საქართველო ბრიუსელის დონორთა კონფერენციის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან წელს მილიარდ დოლარზე მეტს მიიღებს. აღნიშნულ საკითხზე საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში რიგ შეხვედრაზე გამართა.
როგორც გილაური აცხადებს, თანხა სხვადასხვა პროექტის დაფინანსებაზე გადანაწილდება, მათ შორის ის აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს ავტომაგისტრალის მშენებლობას და მუნიციპალურ პროექტებს მოხმარდება.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საქართველოს ეკონომიკური აქტივობის ზრდა, რაც 2009 წლის ბოლოს დაფიქსირდა, სწორედ დონორთა კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში გამოყოფილი დახმარების შედეგია", - განაცხადა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, დონორთა კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო მთლიანობაში 4,5 მლრდ დოლარს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები