ქუთაისში, ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრა ჩაიშალა.
ადგილზე მყოფი "ტორპედოს" გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ. ადგილზე საპატრულო პოილიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული, თუმცა პოლიციამ გულშემატკივრების შეჩერება ვერ შეძლო.
ამ დროისათვის მოედანზე დაპირისპირება განმუხტულია, თუმცა მატჩი არ შედგა. "დინამოს" ფეხბურთელები კი თბილისში დაახლოებით 15-მდე პოლიციის მანქანით გააცილეს.