ეკონომიკური განვითარების სამინისტროში დღეს გამართულ აუქციონზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 ობიექტი გაიყიდა.
გაიყიდა თბილისში 111.22 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, 269.77 კვ.მ. დამხმარე ფართი, 8.56 კვ.მ. სარდაფი და მასზე წილობრივი მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასი 100 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ქონება 110 000 აშშ დოლარად ფიზიკურმა პირმა შეიძინა (წარმოდგენილი იყო ერთი განაცხადი); 20000 აშშ დოლარად გაიყიდა სოფელ მუკუზანში მდებარე შენობა-ნაგებობები მიწის ნაკვეთით, რომელიც ასევე ფიზიკურმა პირმა შეიძინა (წარმოდგენილი იყო 2 განაცხადი); ფიზიკური პირი გახდა თბილისში, წინანდლის ქ. 9-ში მდებარე 462.82 კვ.მ. შენობა-ნაგებობის და მიწის ფართის ახალი მფლობელი. ქონება 77 000 აშშ დოლარად გაიყიდა (ერთი განაცხადი).