თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ანგარიში დაუყადაღეს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს მონაკოს ერთ-ერთ ბანკში 7 400 000 ლარი გაუყინეს.
ინფორმაცია სასამართლო პროცესზე პროკურატურამ გააჟღერა.
გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს დაცვის მხარე.
დავით კეზერაშვილის ადვოკატები განმარტავენ, რომ მათ არც თანხის დაყადაღების და არც სხვა სისხლის სამართლის საქმის წარმოების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
პროკურატურამ წინა პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის მონაკოში არსებულ ქონებაზე - 7 400 000 დოლარზე ყადაღის დადებას ითხოვდა, თუმცა დღევანდელ პროცესზე პროკურორმა მერაბ ჯანაშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა მოხსნა, რაც იმით განმარტა, რომ მონაკოში არსებულ ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენით უკვე მიიღო.